ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაცემა „GDS“-ის ეთერში სავარაუდოდ დეკემბრიდან გავა. არხმა ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა.
მედიაექსპერტი ია ანთაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადაცემა ჟურნალისტის კრიტიკით რეიტინგს ვერ შეინარჩუნებს, თუმცა თავად ივანიშვილის ტელეწამყვანობას იგი დადებითად აფასებს.
„GDS-ს“ საინფორმაციო გამოშვება ექნება იმის გამო, რომ არხი ფორმატს იცვლის, თუმცა არ მგონია, რომ ეს იყოს წამყვანი ტელევიზიისთვის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემას, მე ვიყავი ყოველთვის მომხრე, რომ ეს გადაცემა ეთერში გასულიყო. იქნება საინტერესო როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. რეიტინგი თავიდან რომ ექნება მაღალი, უდავოა, მაგრამ შემდგომ ეს იქნება დამოუკიდებელი გადაცემის წარმატებაზე. თუ გადაცემის შინაარსი იქნება ხელისუფლებისთვის ხოტბის შემსხმელი და ჟურბალისტების გამაკრიტიკებელი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გავა გარკვეული პერიოდი და არა მგონია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს. ასე, რომ ყველაფერი გადაცემის შეინაარსზე იქნება დამოკიდებული. მე მგონი, ბიძინა ივანიშვილს კარგად ექნება გათვლილი, რისთვის სჭირდება ეს გადაცემა, ამიტომ მგონია, რომ ამას ასე პრიმიტიულად არ უნდა შევხედოთ“, - განაცხადა ია ანთაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






