ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს პოლიტიკური რევანშისგან და შერჩევით სამართალზე უარი თქვას. ამის შესახებ განცხადებები გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა:
„სიტუაცია საქართველოში რთულია, ევროპის სახალხო პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. მაგრამ ვიდრე კენჭისყრა მოხდება, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართვლოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი. არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი, რომელიც ხელს შეუშლის მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. ამის შემდეგ ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას მოვახდენთ, ასე რომ გააცანით ეს პოლიტიკური მოთხოვნები, ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი უნდა იყოს. ამასვე ველით თქვენგან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მასალის გამოყენების პირობები






