ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - ასოცირების ხელშეკრულება საფრთხის ქვეშაა?
პოლიტიკა - 00:08, 04 Nov, 2014     3305
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირებას შესაძლოა ევროპის სახალხო პარტიამ მხარი არ დაუჭიროს. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა. ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი პარტია საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკურ რევანშზე უარის თქმას ითხოვს. კომიტეტის სხდომის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ სალბერი, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოველნების შესახებ. გამომსვლელების მთავარი შენიშვნა და კითხვები კი ეხებოდა იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში.

ევროპის სახალხო პარტიის, კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის წარმომადგენლებმა ულტიმატუმი წამოაყენეს და წარმომადგენელს სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოციერების ხელშეკრულების რატიფიკაციის წინ ევროკავშირის პოზიცია გააცნოს.

შერჩევითი სამართალი, პრეზიდენტის და ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური დევნა, რუსეთის მიერ აფხაზეთთან მორიგი ანექსია - ეს ის თემებია, რომელის დღეს ევროპარლამენტარებისგან საქართველოსთან მიმართებაში ისმოდა:

,,სიტუაცია დღეს საქართველოში რთულია. ევროპის სახალხო პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, მაგრამ ვიდრე კენჭისყრა მოხდება, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და არ გამოიყენოს შერჩევითი სამართალი, არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ არის პოლიტიკური შურისძიების სურვილი, რომელიც ხელს შეუშლის მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. ამის შემდეგ ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას მოვახდენთ, ასე, რომ გააცანით ეს პოლიტიკური მოთხოვნები, ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელი უნდა იყოს, ამასვე ველით თქვენგან“.

,,მე მხარს ვუჭერ ასოცირების რატიფიცირების პროცესს, მაგრამ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა საქართველოს მთავრობაზე, რომ მათ თავიდან აიცილონ ორმაგი სტანდარტები არამარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ოპოზიციის აშკარა დევნის დროსაც. ყოფილი პრეზიდენტისა და მთელი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა, ეს შეუსაბამოა ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვახიდნოთ ზეგავლენა საქართველოს მთავრობაზე, შეწყვიტოს ეს ქმედებები“.

,,იმედგაცრუებული ვარ რატომ არ ახსენეთ ის ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც რუსეთი აფხაზეთთან აპირებს და რომელიც ჩემი აზრით არის ჩუმი ანექსია, რადგან სამხედრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს რუსეთთან. მე მაინტერესებს როგორია ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხზე“.

ევროპარლამენტარების გამოსვლებს თავის მხრივ უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად გადასცემს ევროპარლამენტარების გზავნილებს.

,,ჩემი გზავნილი მოსკოვისადმი არის ის, რომ დაგვეხმარონ, წინ წავიდეთ და ჟენევის მოლაპარაკებები იყოს კონსტრუქციული, რომ გავლენა მოახდინონ მის მოკავშირეებზე - სოხუმსა და ცხინვალზე. ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო შეხვედრა კარასინსა და აბაშიძეს შორის შედგა, მათ მოახდინეს საკითხების გადაწყვეტა გარკვეულ სფეროში. ეს იყო საოცრად პოზიტიური იმ ფონზე, რაც ხდებოდა ახლო სამეზობლოში - უკრაინაში. რაც შეეხება შერჩევითი სამართლის პარაქტიკის შესახებ დასმულ შეკითხვებს, ეს პირდაპირ არ ეხება ჩემს მანდატს, მაგრამ როდესაც მე ვესაუბრები ხელისუფლების ლიდერებს, რა თქმა უნდა აღვნიშნავ, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომა აქვთ მათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში“, - აღნიშნა სალბერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42