პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ტენდერების საქმის გამო მინისტრი ირაკლი ალასანია არ უნდა გაგადგეს.
ამის შესახებ სესიაშვილმა საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
"მე პირადად ვთვლი, რომ ბატონმა ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ის ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამ შემთხვევაში მან გვერდზე უნდა გადადოს გარკვეულწილად პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე. მას პარლამენტისგან სრული მხარდაჭერა ექნება. დარწმუნებული ვარ, ის სრულად ენდობა კოალიციას, მთავრობას, იცის, რომ პროკურატურა იქნება ობიექტური, ამიტომ, მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ საქმე წინ წაიყვანოს",- განაცხადა სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






