,,თუ ამას ვერ ბედავს ხელისუფალი, დავდგეთ ერთად და შევაჩეროთ ანექსია!“
პოლიტიკა - 19:43, 03 Nov, 2014     1491
დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ხელისუფლებას, მოხელეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს ეკლესიას ,,ფეისბუქის“ მეშვეობით მიმართვას უგზავნის. ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს:

,,მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა გარდაუვალი საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენი მტერი ძალისხმევას არ იშურებს რომ გაგვაქროს მსოფლიო რუქიდან. დარჩენილია სულ რამდენიმე თვე იმ მახინჯ რეალობამდე რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით და რომლისგანაც თავის დაღწევა უფრო ძნელი იქნება ვიდრე დღეს ერთად დგომაა. მოგვიწევს პასუხისგება იმ შედეგებისთვის რაც ჩვენს უმოქმედობას შეიძლება მოჰყვეს და მომავალ თაობას ვეღარ მოვაწონებთ თავს გმირული წარსულით, რადგან მათ სამშობლო უბრალოდ აღარ ექნებათ, ისინი ვეღარასოდეს გაიგებენ რაა მამული და თავისუფლება. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და სულ მალე შეიძლება აღმოვჩნდეთ სამუდამო ტყვეობის საკანში, საიდანაც თავისუფლება მხოლოდ ვიწრო სარკმელში მოსჩანს. ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნის მომავალი, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ მრწამსისა, მიუხედავად იმისა თუ სად ვიმყოფებით - ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ. უკანასკნელი იმპერია ჩვენს თვალწინ წყვეტს არსებობას და ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს, ნუ ვასულდგმულებთ მას ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯზე და ნუ შევაშველებთ ხელს ანადგუროს სხვა და სხვა ხალხების სიკეთე და გააქროს ერები. არავის არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ მარტონი ვართ საზარელი მტრის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ იმაზეა გადართული თუ როგორ დაგვაჯეროს ეს მარტოობა. ჩვენ ძალიან ძლიერი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვერდში მხოლოდ იმიტომ გვიდგნან, რომ ჩვენი არჩევანი თავისუფლებაა და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. არავინ გადაგვიწყვეტს პრობლემას თუ ამის გაკეთება ჩვენვე არ ვითავეთ და არავის დააინტერესებს ჩვენი ბედი თუ ის ჩვენ არ შეგვაწუხებს. უკრაინის პრობლემამ შეძრა და გამოაფხიზლა მსოფლიო, მაგრამ მეგობრები გვერდით მხოლოდ მას შემდეგ დაუდგნენ, რაც ამ გმირმა ხალხმა მონობას თავისუფლებისთვის ბრძოლა არჩია.

15 ნოემბერი არაა ერთჯერადი აქცია და ტყუილად იმედოვნებენ მავანნი, რომ ამ დღეს როგორმე გადააგორებენ და ეს ბრძოლა დასასრულს ჰპოვებს. ეს დღე განმათავისუფლებელი მოძრაობის მხოლოდ გაგრძელებაა, ის არც ჩვენით დაწყებულა და არც დასრულდება მანამ სანამ საბოლოოდ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას, ჩვენი გამარჯვება კი თავისუფლება, გამთლიანება, ძლიერი თავდაცვა და კეთილდღეობაა, რასაც დღითი დღე ვშორდებით. ამ ყველა სიკეთის მოპოვება მხოლოდ მეგობრებთან ერთობითაა შესაძლებელი და არა მტერთან გაბმული ფლირტით, ამაში ჩვენს დარწმუნებას კი სამწუხაროდ ჩვენივე ხელისუფლება ცდილობს. გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ბოროტება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყვავის, დავუსვათ წერტილი მტერთან თანამშრომლობას, დავასრულოთ შუღლი, დევნა და აგრესია რომელსაც ჩვენივე მთავრობის ხელით ახალისებს და აღვივებს მტერი, დავივიწყოთ პირადი წყენა და შევწყვიტოთ შურისძიება - ეს ხომ მხოლოდ გვასუსტებს. ამოვიღოთ ხმა და ერთად ვთქვათ სათქმელი თუ ამას ვერ ბედავს ხელისუფალი, დავდგეთ ერთად და გავაძლიეროთ ერთმანეთი, რომ შევაჩეროთ ანექსია!

ხელისუფლებას

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ამ ხალხმა აგირჩიათ და არ გაქვთ უფლება მის ნებას გადაუხვიოთ. თქვენ მოგეცათ საშუალება უდიდესი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და აშენოთ მისი მომავალი. თქვენი ტვირთი უმძიმესი და ამავდროულად უტკბესია, ესაა საკუთარი ქვეყნის სამსახური. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ აღასრულოთ ქართველი ერის ნება და აწარმოოთ სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების ფარგლებში. ზოგჯერ ჩვენივე სიტყვებსა და ქმედებებს ჩიხში შევყავართ და საუბედუროდ გამოსავალი მხოლოდ უკან დახევაშია, თქვენ აკრიტიკებდით ყოფილ ხელისუფლებას, მის პოლიტიკასა და ნაბიჯებს, თუმცა არ ფიქრობდით, რომ ამით სამომავლოდ საწინააღმდეგო გზით სიარულს აიძულებდით საკუთარ თავს. ამიტომაც გიწევთ დღეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება და ეს უნდა დაასრულოთ, რადგან სხვა შემთხვევაში დასასრული ყველასთვის მზიმე იქნება. თქვენ იბრძოდით ძალაუფლებისთვის და მოიპოვეთ კიდეც ის, თუმცა ხელისუფლება ბევრი თქვენგანისთვის არა დიდი მიზნების რეალიზების საშუალება, არამედ თვითმიზანი აღმოჩნდა. დღეს კიდევ ერთხელ გეძლევათ შესაძლებლობა გადააბიჯოთ პატივმოყვარეობას და გამობრუნდეთ არჩეული ჩიხიდან, ნუღარ შეგაშინებთ ხალხის რისხვა თუ მათ გვერდით დადგებით, თუ შეცდომებს სინანულით აღიარებთ - შინაურის დევნას შეეშვებით და მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებთ. ბევრ თქვენგანს შეუძლია გამოიყენოს ეს შანსი და უარი თქვას გამყიდველისა და მტრის თანამეინახეობაზე, შეუერთდეს საკუთარ ხალხს და მათთან ერთად დაგმოს ქვეყნის მტერი და ანექსია. იმედს ვიტოვებ, რომ ჯერ კიდევ მოიძებნება თქვენს შორის ადამიანები, ვისაც ძალუძს ღირსეულ მამულიშვილად დაიმკვიდროს თავი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მოხელეებს

მეგობრებო, თქვენ ხართ ის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც დღე და ღამ შრომობს ხალხის კეთილდღეობისთვის, ის ადამიანები ვისაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე. მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, მის გარეშე არაფერია ჩვენი ფასი. თქვენს შორის ბევრს გაუცრუვდა იმედი, რადგან გაღებული ღვაწლისთვის მადლობის ნაცვლად საყვედური გერგოთ, არავინ დაგიფასათ შრომა და უსამართლოდაც მოგექცნენ. ნურავის ეგონება, რომ დიქტატურის და უსამართლობის კმევით გარანტიებს მოიპოვებს და მომავალს მარტო შექმნის - ძალა და მომავალი მხოლოდ ერთობაშია. ამიტომაც გეუბნებით, რომ ნუ დაუცდით დროებითი მმართველების გამოტანილ გარდაუვალ განაჩენს, დადექით იქ სადაც ხალხი დგას, ასე იბრძოლეთ ქვეყნის მთლიანობისთვის და საკუთარი მომავლისთვის!

პოლიტიკურ პარტიებს

მინდა თქვენ მოგმართოთ და გითხრათ, რომ სულ ახლოსაა ის დღე, როდესაც ბევრი თქვენგანი შეძლებს საკუთარი ნიჭისა და ცოდნის რეალიზებას, რადგან საფუძველს ჩავუყრით ახალ პოლიტიკურ პლათფორმას, ეს იქნება კონკურენციასა და ეროვნულ თანხმობაზე დამყარებული პოლიტიკური სარბიელი. მომავალი ხელისუფლება იქნება ქართული დემოკრატიის სახე, სადაც გასაქანი მხოლოდ პროგრესულსა და მომავლის შენებაზე ორიენტირებულ ადამიანებს მიეცემათ. ახალი სტანდარტები ახალი საქართველოსთვის, ასე დავარქვამდი ხელისუფლების რეალიზების იმ პლათფორმას, სადაც მომავალში ვიდავებთ, ვიკამათებთ და ეროვნული პრინციპებიდან გამომდინარე, მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხებს და არა პრივილეგირებული რამდენიმე ადამიანისას. ჩვენ ყველანი ორიენტირებული უნდა ვიყოთ საერთო გამარჯვებაზე და ჩვენი თანამშრომლობა, საერთო პროგრესული მიზნების რეალიზებაზე დამყარებული. ხომ გვესმის, რომ დღეს არ გვაქვს კინკლაობის უფლება და რომ ეს ყველას ერთდ დაგვაზარალებს, რადგან სულ მალე შეიძლება შეირყეს ჩვენი ქვეყნის მდგრადობა, სამუდამოთ დავკარგოთ ქვეყანა და ვეღარასოდეს მოვესწროთ თავისუფლებასა და დემოკრატიას. გადავდოთ გვერდით ამბიციები და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი!

არასამთავრობო ორგანიზაციებს

კოლეგებო, ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ერის წინაშე, რადგან ჩვენ ვართ საზოგადოების ის აქტიური და გაუტეხელი ძალა, რომელიც ვაჟღერებთ ხალხის წუხილსა და მოთხოვნებს. ჩვენ გვეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში. სწორედ ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული საზოგადოების სიფხიზლე, ინფორმირებულობა და განვითარება. გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფალი იღებს სწორედ ჩვენს ძლიერებასა თუ სისუსტეზე მეტყველებს, რადგან აქტიური არასამთავრობო სექტორია დემოკრატიის გასაღები, რადგან ჩვენი ზეწოლით ვაიძულებთ მათ ხშირ შემთხვევაში, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომაც ვართ ერთად ძალა, რომელსაც ვერ გადააბიჯებს ვერცერთი პარაზიტი პოლიტიკოსი და მითუმეტეს დიქტატორი. დავდგეთ ერთად დემოკრატიის სადარაჯოზე, იქ სადაც ხალხი ირჩევს და იცავს თავის მომავალს, ესაა სულ ჩემი თქვენდამი თხოვნა.

ეკლესიას

უწმინდესო, თქვენ გაკისრიათ ჩვენი ერის სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვის ტვირთი და სწორედ თქვენ მოგეხსენებათ ყველაზე კარგად, რომ არც ერი გადარჩებოდა, რომ არა იოთამ ზედგენიძის მსგავსი გმირები. თქვენ ყველაზე კარგად ცნობთ ქართული სახელმწიფოს მტრებს - რუსეთის იმპერია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე მადლი არ უშვია, მუდამ ანადგურებდა ჩვენს ეროვნულ სიკეთეებს და ქართულ სულს, ასევე მოღალატეები, რომლებიც ვერ უძლებენ სურვილებს და განსაცდელებს. თქვენ ყველაზე კარგად უწყით რა გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს და ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, დაუდგეთ ამ უმძიმეს ჟამს ჩვენს ხალხს გვერდით, რომ ერთდ ვიხსნათ განსაცდელისგან ჩვენი ქვეყანა.

მეგობრებო, ბევრმა გამოვიარეთ ყველაზე მძიმე პერიოდები და დავაღწიეთ უამრავ გამოწვევას თავი, ბევრმა გამოვცადეთ საკუთარ თავზე დევნა და უსამართლობა. მრავალი ჩვენგანი მოესწრო რუსის ტანკების გრიალს ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში, ხან რუსი მოუძღვებოდა მათ კოლონებს და ხანაც საუბედუროდ ქართველი. ბევრს ვერ წარმოედგინა ქვეყნის მდგომარეობის კარდინალური ცვლილება, თუმცა ის სახეზეა და ეს მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, ამაზე მომავალში ვისაუბრებთ. ჩვენ აღმოვჩნდით საშინელი ძალის პირისპირ, ის ანადგურებს ეროვნულ ფასეულობებს, იდეალებს, ებრძვის ყველაზე ძვირფასს როგორიცაა ჩოლოყაშვილი, ანწუხელიძე ან თუნდაც მათი ღვაწლი. თხუთმეტ ნოემბერს გელით ყველას იქ სადაც არდადგომას ცხოვრება არ გვაპატიებს და ერთ დღესაც მწარედ ვინანებთ, რადგან შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა ქვეყანა და არ შევინარჩუნეთ, გაგვეკეთებინა ის რისი გაკეთების შანსიც დიდი ხანი აღარ მოგვეცემა, რომ დაგვეზარა ან უბრალოდ „გაგვიტყდა“ ვიღაცის გვერდით დგომა. ესაა ის დღე, რმელიც ბევრ რამეს შეცვლის და იქნება ბევრი სიახლის სათვე. ჩვენი ერთობა იქნება სწორედ ახალი მოძრაობა ახალი საქართველოსთვის!

15 ნოემბერს - ერთად გავაპროტესტოთ ჩვენი ქვეყნის ანექსია!“, - ნათქვამია მუხრან ბურჭულაძის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42