„ამასთანავე, სასამართლოებში, ადმინისტრაციულშიც და სამოქალაქოშიც გავაგრძელებთ დავას ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ საჯარო რეესტრიდან ველოდებით პასუხს", - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.
„ამ სიტუაციამ დაგვანახა საზოგადოებას, რომ საკანონმდებლო სივრცე სათანადოდ ვერ ასახავს დემოკრატიული საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს, რაც ქმნის პოლიტიკური კორუფციის ნიადაგს, არაჯანსაღი, მახინჯი კულუარული გარიგების შესაძლებლობას.
სწორედ ასეთი პოლიტიკური „შარლატანობის" თანამონაწილე გახადა ლევან ვეფხვაძემ ნინო ბურჯანაძე. კანონის მოთხოვნის დარღვევით, ვითომ 204 დელეგატის თანდასწრებით, სინამდვილეში კი - 70 ადამიანის, სადაც დიდი ნაწილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები არ იყვნენ, შედგა ვითომდა ყრილობა, რომელმაც თავმჯდომარედ აირჩია ნინო ბურჯანაძე.
ეს არის გაგრძელება პარტიის წევრების და საზოგადოების მიღმა არსებული გარიგების, რომლითაც ბურჯანაძემ მიიღო სატელევიზიო დრო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თითო უბანზე 2 წარმომადგენელი, რაც თანხობრივად რამდენიმე მილიონი ლარით განისაზღვრება.
კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რა მიიღო სანაცვლოდ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ"? ეს ყველაფერი წარმოშობს ეჭვს უცნობი ფარული გარიგების შესახებ.
ნინო ბურჯანაძეს აქვს შანსი, ღირსეულად გამოვიდეს პოლიტიკოსისთვის ამ შეუფერებელი, ამორალური გარიგებიდან, გადადგეს არარსებული თავმჯდომარეობიდან და დაუბრუნდეს თავის „დემოკრატიულ მოძრაობას", ნუ გახდება თანამონაწილე ლევან ვეხვაძის შარლატანური გეგმისა.
ვაფრთხილებ გიორგი ახვლედიანს, რომელიც ასევე თანამონაწილეა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისა, კიდევ ნუ აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევას და ნუ ქმნის ფალსიფიცირებულ დოკუმენტს, რათა „გააპრავოს" ფარსი!" - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
მასალის გამოყენების პირობები






