თავდაცვის სამინისტრო პროკურატურას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 17:05, 03 Nov, 2014     1298

დღეს თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცეს ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ასლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც გრიფი ,,საიდუმლოს“ მიმნიჭებელმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ დოკუმენტზე გრიფი ,,საიდუმლოს“ მოხსნის თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად საჭიროა ამოღებული დოკუმენტაციის დედნები ან ასლები, რათა თავის მხრივ თავდაცვის სამინისტრომ მიმართოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დოკუმენტების განსაიდუმლების პროცედურების დადებითად გადაწყვეტის მიზნით.

საქართველოს კანონის თანახმად საიდუმლო გრიფს ხსნის მიმნიჭებელი უწყება, რომელსაც ამ პროცედურისთვის თავის მხრივ ესაჭიროება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა.

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილი 29 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შესაბამისი მასალების წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნული მასალები კი ამ დრომდე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია.

თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და მით უმეტეს არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42