მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსში საქართველომ აღრიცხული 160 ქვეყნიდან 116 ადგილი დაიკავა.
Logistics Performance Index ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის პოტენციალსა და სასაზღვრო კონტროლის სტრუქტურას აფასებს.
მსოფლიო ბანკი აღნიშნულ ინდექსს ორ წელიწადში ერთხელ ადგენს. 2012 წლის შეფასებით საქართველო აღნიშნულ ინდექსში 77-ე ადგილს იკავებდა. 2010 წელს კი საქართველოს ინდექსში 93-ე ადგილი ეკავა.
ლოჯისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“ს გენერალურმა მდივანმა ზურა ჯაფარიძემ შეაფასა, მისი თქმით ინდექსში პოზიციის 39 ადგილით გაუარესება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე უარყოფითად აისახება, რაც ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის შესუსტებას ნიშნავს. ჯაფარიძის თქმით საქართველო რეგიონულ ჰაბად ქცევის პოტენციალს კარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






