საპატრიარქო რუსულ მედიასაშუალებას ილია მეორის სიტყვების დამახინჯებაში ამხელს
პოლიტიკა - 15:06, 03 Nov, 2014     1270

საქართველოს საპატრიაქრო "როსსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსულმა გამომცემლობამ საქართველოს პატრიარქის სიტყვები დაამახინჯა და დეზინფორმაცია გაავრცელა:

"22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ბატონმა გივი სიხარულიძემ დასალოცად მოიყვანა ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელმაც მოულოდნელად ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მდგომარეობა მიუღებელია, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ხოლო ვიდრე ეს არ განხორციელდება, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება.

მისი უწმინდესობის სახელით "როსსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი სრულიად შეცვლილია და ჟურნალისტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალობასთან ახლოს შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბოლო აბზაცია ("Одни православные . . . и благополучия“). საქართველოს საპატრიარქომ მომხდარის გამო წერილი გაუგზავნა აღნიშნული გაზეთის რედაქტორს და სთხოვა სათანადო რეაგირება ჟურნალისტის ქმედებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42