უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძის თქმით, სასუველი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ირაკლი ალასანიას თბილისში ყოფნის დროს მომხდარიყო.
ამის შესახებ ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ ადამიანებს, ვინც დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საკითხებზე იმყოფებოდა ბატონი ირაკლი ალასანია მივლინებაში. მინისტრი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს საქართველოს, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქვს შეხვედრები. როდესაც გერმანიის, საფრანგეთის თავდაცვის მაღალჩინოსნები ხდებიან მოწმენი, რომ ირაკლი ალასანია იგებს ასეთ მნიშვნელოვან ამბავს და ამ დროს საქმის კურსში არა არის. ეს ყოველივე მოქმედებს არა მხოლოდ ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის იმიჯზე, არამედ ზოგადად ქვეყანაზე", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






