პრეზიდენტი გაეროს მეორე კონფერენციის გახსნას დაესწრო
პოლიტიკა - 14:21, 03 Nov, 2014     1295

საქართველოს პრეზიდეტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ვენაში „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების“ გაეროს მეორე კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ამ ფორუმში ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი მსოფლიოს მასშტაბით.

"ეს მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რადგან ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში. ჩვენს კონტინენტზე ბევრი - 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანა სარგებლობს საქართველოს სატრანზიტო ფუქციით, რაც დიდ მნიშვნელობას სძენს ჩვენს ქვეყანას. უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ სისტემასთან ინტეგრაციაში, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ორმხრივ სარგებელს. ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ყველა ის უპირატესობა და წარმატებული მაგალითი, რომელიც საქართველს აქვს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშოს ", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. ქვეყნის პირველი პირი გაეროს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება.

ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42