უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი რესპუბლიკელების ორპუნქტიან შეთავაზებას გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ეხმაურება.
არ მინდა „რესპუბლიკელების“ პოზიციების საწინააღმდეგო აზრი გამოვხატო, იმიტომ რომ ხალხს ეს სულაც არ სჭირდება, შეიძლება მე რასაც ვფიქრობ, ის რომ ვთქვა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს გული მოვფხანო, განსაკუთრებით მათ, ვინც „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, მაგრამ ჩემმა ნათქვამმა შეიძლება, მეორე მხრივ, იმ ხალხის გაღიზიანება გამოიწვიოს, ვინც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. იქამდე, სანამ ჩვენ ვართ მოკავშირეები კოალიციაში, ერთიც და მეორე მხარეც უნდა ეცადოს, კოალიციის მხარდამჭერები არ გავაღიზიანოთ.
თუკი რამე წინადადება აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“, კეთილი ინებოს და ამის თაობაზე ღიად ილაპარაკოს ჩვენთან. მივესალმები, რომ მათ აქვთ შემოთავაზება საკუთარი პოზიციის უფრო ღიუად დაფიქსირების თაობაზე, მეც ღიად ვუპასუხებ რესპუბლიკელებს ამ განცხადებას, - ბატონებო, გააჩნია, რა შემთხვევაში უნდა შეგეძლოთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.“
მასალის გამოყენების პირობები






