სოციალური რეკლამა - პრეზიდენტს მორიგ ვეტოს, ამჟამად "ნაცმოძრაობა" სთხოვს
პოლიტიკა - 12:58, 03 Nov, 2014     2089

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ბოლო სასესიო კვირას პარლამენტმა მიიღო სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიები და მათი გაერთიანებები, რომელთაც 2014 წლის აგვისტოს სპეციალური მიმართვა გაავრცელეს ხელისუფლების წარმომადგენლების საყურადღებოდ, სადაც ამ კანონის განხილვის შეჩერებისა და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ.

კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების პირობებს. ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების, როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე შენიშვნა შეიმუშავეს:

კანონი საფრთხეს უქმნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სტაბილობას: სოციალური რეკლამის განთავსებისას კერძო მაუწყებელი იბეგრება, შესაბამისად, ეს მისთვის ფინანსურად ისედაც წამგებიანია. ასევე, კანონპროექტის შინაარსიდან და კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები უფრო აქტიურად დაიწყებენ სოციალური რეკლამების მომზადებას, რასაც დაემატება უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსების ვალდებულება.

კონკრეტული შინაარსის სოციალური რეკლამა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კერძო არხის სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციისაგან. თუ კერძო მაუწყებლებს დაეკისრებათ ვალდებულება ამ შინაარსის რეკლამები განათავსონ ეთერში, ეს შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უჩნდება მაუწყებლებზე ზეწოლის ახალი როლი. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ ან/და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მხარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მასალის განთავსებასთან დაკავშირებით იღებს კომისია. ეს შენიშვნები სრულად გაიზიარა საპარლამენტო უმცირესობამ. ჩვენ კანონპროექტის განხილვის პროცესში არაერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი უარყოფითი პოზიცია და კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოვითხოვთ.

აღსანიშნავია ასევე, რომ კანონპროექტს უმრავლესობის წევრთა გარკვეულმა ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გაიაროს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებები და დაადოს ამ კანონს ვეტო. ჩვენი მხრივ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42