“დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება საიდუმლოების მოხსნის საკითხი და ეს საქმე ტრანსფარანტულად წარიმართება”, - ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე მისვლისას გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა, პრემიერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე არსებულ გაჩენილ კითხვის ნიშნებზე ისაუბრა. როგორც ალასანია აცხადებს, დღესვე პრემიერს გადასცემს მასალებს, რომელიც მისი კოლეგების, უდანაშაულობას ამტკიცებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, იგი სრულებით დარწმუნებულია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში.
თავდაცვის უწყების დაკავებულების სკანდალურ საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ალასანიასთან ერთად, მისი თანაგუნდელი, თეა წულუკიანიც ითხოვს.
„გამჭვირვალეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმის უმთავრეს ნაწილებს მაინც მოეხნას საიდუმლო „გრიფი“, რადგან დღეს არავის მასალებსა და გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






