მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს რეგიონული მედია გაეცნობა
პოლიტიკა - 11:26, 03 Nov, 2014     1087

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, "ღია მმართველობის პარტნიორობის" პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.

შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით, 3-4 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გაუძღვება.

რეგიონული მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე წარუდგენენ ხელისუფლების ხედვასა და გეგმებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის მიმართულებით.

შეხვედრა UNDP-ის პროექტ "მმართველობის რეფორმის ფონდისა" და Sida-ს მხარდაჭერით იმართება.

საქართველო, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, კვლავაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ინიციატივის - "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო გეგმაში. მთავრობის ადმინისტრაცია განაგრძობს ღია მმართველობის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის, უპრეცედენტოდ მაღალ ღიაობას, ინფორმაციის საჯაროობას და მთავრობის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას.

პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს ასევე გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლის მიზნით მოეწყობა დისკუსიები.

წლის ბოლომდე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი საქმიანობის გასაჯაროების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.

ანგარიშვალდებულება და ღიაობა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42