„განსხვავებული აქცენტების“ ინფორმაციით, სიმართლე, რომლის გამჟღავნებასაც ადვოკატები აპირებენ „ეფბეაი“-ს დასკვნის ის ნაწილია, რომელზეც წინა ხელისუფლება შეგნებულად არ საუბრობდა და ახალი ხელისუფლებაც ასაიდუმლოებს.
ამ დასკვნასთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე ხნის წინ კომენტარი გააკეთეს .
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მათ დასკვნის ნაწილი შეგნებულად არ გამოაქვეყნეს:
„ოჯახი ამ დასკვნას იცნობს, ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გარკვეული მიზეზების გამო, ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათწმინდა და თუ ვინმესთვის ეს ასე არ არის, მათ შორის ოჯახის წევრების, მათ სინდისზე იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა კი აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებდა: „ჩვენ პატივი ვეცით სახელმწიფოს, თანამდებობის პირი იყო ეს ადამიანი და ეს დელიკატური მომენტები რაც იქ იყო, მივიჩნიეთ, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ჭორებისგან გამოწვეული ზიანი კონკრეტული მმართველი გუნდისთვის. ეს იყო კონსენსუსი. თუ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს, რომ ეს საქმე გახდეს საჯარო, ეს მათი არჩევანია, მათ ხელეწიფებათ აიღონ ეს საქმე და გაასაჯაროონ, ჩვენი არჩევანი იყო ის რაც იყო და მიმაჩნია, რომ ის იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად დავზიანდით“.
მასალის გამოყენების პირობები






