ზურბა ჟვანიას გარდაცვალების საქმის სკანდალური დოკუმენტი
პოლიტიკა - 23:09, 01 Nov, 2014     7963
ვინ არის ,,ჰაკიმ ფაშა“ და როგორ აღმოჩნდა მის ხელში ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ფოტო მასალა. „განსხვავებულ აქცენტების“ ინფორმაციით მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა ქართულ ოცნებას ხელისუფლების გადაბარების დღიდანვე ქონდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს „ჰაკიმ ფაშას“ მიერ ინტერნეტში ატვირთული მასალა გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე ქონდა ნანახი.

დოკუმენტი 2013 წლის 21 ივნისს შედგენილი ოქმია, ოქმი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის მასალის შემცველი ორი ვიდეოკასეტის და დივიდი დისკის დათვალიერებას ეხება, მას ხელს აწერენ გამომძიებელი შანშიაშვილი ასევე შსს თანამშრომელი კუნელაშვილი და მოწვეული ექსპერტები-ნეიროქირურგები ჩუტკერაშვილი და ჭელიშვილი.

ვიდეო-კასეტები 2013 წლის 1 ნოემბერს მთავარი პროკურორის კაბინეტში მდებარე სეიფიდან იქნა ამოღებული, ოქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ვიდეოკასეტებზე არსებული მასალა გამომძიებელმა და ექსპერტებმა 2013 წლის 21 ივნისს დაათვალიერეს, მასალის დათვალიერება შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის განყოფილებაში მოხდა. ამ პერიოდში შს მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოძიებამ ვიდეოფირის დათვალიერების დროს თავის ქალაში აღმოჩენილი დაზიანებები ვიდეოფირიდან ფოტოსურათების სახით ამოიღო.

„განსხვავებულ აქცენტები“ სვამს კითხვას არის თუ არა „ჰაკიმ ფაშას“ მიერ ატვირთული მასალა იმ ფოტოსურატების იდენტური, რომელთა ამოღებაც ვიდეოფირიდან 2013 წლის ივნისში მოხდა.

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ყველა მოცემული მასალა, ვიდეო-კადრები, ექსპერტიზის დასკვნები და მოცემული აღწერილობა ერთმანეთის თანხვედრია.

მოცემული ფოტოები შს სამინისტროში დამზადდა, სადაც ვიდეო მასალის დათვალიერება მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელ შს მინისტრს ღარიბაშვილს ეს ფოტოები 2013 წლის ივნისშივე უნდა ენახა.

მაშინ ღარიბაშვილმა საზოგადოებას იმედი მისცა, რომ ყველაფერი ძალიან მალე გახდებოდა ნათელი, თუ რა იყო ყოფილი პრემიერის გარდაცვალების მიზეზი.

პროკურატურამ მალევე დააკავა ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელსაც ბრალად დასდეს, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩაჩუას დაკავებას ღარიბაშვილის განცხადება ედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, ფოტომასალაზე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება იმის დანახვა, რომ ჟვანიას თავის ქალაზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნება.

ექსპერტი გეჯაძე ამბობს, რომ არცერთი ნეიროქირურგი, რომელიც დასკვნას აკეთებს ამ ოქმში, არც ისინი წერენ კატეგორიულად, რომ აქ შეიძლება იყოს დაზიანება, გამოთქვამენ ვარაუდს. ,,სასურველი იყო, რომ ნეიროქირურგებთან ერთად ეს მასალა შეესწავლა სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ექიმ მორფოლოგებს, თუნდაც დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად", - აცხადებს გეჯაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42