მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს საქმე რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 21:54, 01 Nov, 2014     1981

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმე რიგითი საქმე არ არის, ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

"თავდაცვის სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის საკითხი ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა და სათანადო მოპყრობა სჭირდება მას ყველას მხრიდან. საკითხი, პირველ რიგში უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე გამჭვირვალე, ღია, დამოუკიდებელი გამოძიების გზით. ამ პირების უდანაშაულობის თაობაზე ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია ასე დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი დასვას კითხვები, მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს"- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

„ვიმედოვნებ, ეს საქმე კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, ბოლომდე იქნება მიყვანილი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, პოლიტიკური სისტემის და თავდაცვის სისტემის დაუზიანებლად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველი სისტემისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

"როდესაც დილით აფრინდა თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი და იგი საფრანგეთსა და გერმანიაში ნატო-ს საკითხებზე კოლეგებთან შეხვედრაზეა, ჩემი აზრით, არ არის ეს სწორი საქციელი, რომ ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს მე ვერ ვეტყვი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ის როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ. რომ გავითვალისწინოთ ამ ტიპის საკითხები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიოტაჟები, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42