ქდმ-ს ყრილობამ თავმჯდომარედ გოჩა ჯოჯუა აირჩია და ნინო ბურჯანაძეს გაემიჯნა
პოლიტიკა - 21:13, 01 Nov, 2014     5746
როგორც ყრილობაზე განაცხადეს, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატებს" ემიჯნება და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, მათი თქმით, 6 მაისს არალეგიტიმურად ჩატარებულ ყრილობაზე ნინო ბურჯანაძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ყრილობამ დღეს პარტია ახალ თავმჯდომარედ გოჩა ჯოჯუა აირჩია. როგორც გოჩა ჯოჯუამ განახადა, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობას 210 დელეგატი ესწრებოდა და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.

,,დაახლოებით 15-16 ადამიანია, რომელიც ნინო ბურჯანაძესთან ერთად აღმოჩნდა, დანარჩენი აქ არიან წარმოდგენილი ყველა რაიონული ორგანიზაციის დელეგაცია, 210 დელეგატი სულ. ეს ადამიანები სწორედ თავისი ღირსების აღდგენას აპირებენ“ - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.

ყრილობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ იმ რამდენიმე წარმომადგენლის არაადეკვატურ საქციელი, რომლებმაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ არაკანონიერად გადაუფორმეს „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. ,,ყრილობა გაემიჯნება ასევე „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკურ კურს, რამდენადაც ამ ყრილობის მესვეურები საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავენ და არა ევრაზიულ კავშირში“, - განაცხადეს ყრილობაზე პარტიის წევრებმა.

,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა, თავმჯდომარის გარდა მთავარი კომიტეტი აირჩია.

დღევანდელი ყრილობა შეაფასა გიორგი ახვლედიანმა, რომელმაც დღეს შეკრებილებს პარტიის მცირე ჯგუფს უწოდებს და ამბობს, რომ ამ შეკრებას და მასზე მიღებულ გადაწყვეტილებას არც ლეგიტიმურობა და არც იურიდიული ძალა არა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42