"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ.
„ამ აქციით ჩვენ, ისევე როგორც არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ვაპროტესტებთ პუტინის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიას, ასევე ვეცდებით ხმა მივაწვდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არასეოდეს შეეგუებიან რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პიკასოს კლუბის“ გამგეობის წევრის არჩილ ხარბედიას განცხადებით, მათი პოზიცია 15 ნოემბრის აქციის პოზიციას სრულად ემთხვევა და ისინი ამ აქციას უერთდებიან.
„ეს აქცია არის მთელი საქართველოსთვის და მინდა მოვუწოდო ყველას ვინც აქ ცხოვრობს ვისაც გული შეტკივა ამ ქვეყანაზე, რომ მოვიდეს და დაააფიქსიროს თავისი პოზიცია“ -განაცხადა კოალიცია „ეროვნული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ქეთევან გაბიანმა
მასალის გამოყენების პირობები






