პარტიის აღმასრულებელი მდივანი პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ჯაფარიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს დესტაბილიზაციას, არის ტყუილი.
ზურაბ ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ 15 ნოემბერს იქნება მშვიდობიანი აქცია და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის თვითკმაყოფილი ადამიანის ისტერიული განცხადება.
„განცხადება იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახდენს 15-დან 50-ლარამდე თანხის დარიგებას იმისათვის რომ მოახდინოს ადამიანებიოს მობილიზება, არის შეურაცხმყოფელი ყველა პატრიოტი ადამიანისთვის,
გვინდა ასევე ცალსახად განვაცხადოთ, რომ ყველა განცხადება იმის შესახებ , რომ 15 ნოემბერს იგეგმება დესტაბილიზაცია და დაპირისპირება, არის ამ მთავრობის მორიგი ტყუილი, და პანიკაში მყოფი ხელისუფლების ისტერიული რეაქცია"- აღნიშნა ჯაფარიძემ
მასალის გამოყენების პირობები






