ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ- ირაკლი ალასანია
პოლიტიკა - 12:34, 01 Nov, 2014     1745

გერმანიიდან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა, აეროპორტში ჟურნალისტებთან თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავებაზე ვრცლად ისაუბრა და საკუთარი თანამშრომლების დანაშაულში მონაწილეობა გამორიცხა. ირაკლი ალასანია საქმეზე გრიფის მოხსნას და ღია და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

„მთავარი რაზეც კონცენტრირებული ყველა და საზოგადოება , არის ის რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი, ამას ჭირდება, რა თქმა უნდა განჭვირვალე გამოძიება, მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, მე ვაკვირდებოდი ბუნებრივია შესყიდვების პროცესს, ვიცი რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა რადგანაც შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანიას თქმით, იმის გამო რომ პროცესი დახურულად წარიმარტა არსებობს იმის წინაპირობა და ელემენტები, რომ მისი თანამშრომლები სამართლებრივად დაიჩაგრონ:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია , რომ ჩვენმა ბიჭებმა იგრძნონ თავი დაცულად სამართლებრივად და მე მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ თავი არ იგრძნონ დაჩაგრულად, ამის ელემენტები და წინაპირობები სამწუხაროდ უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი დახურულად .“

ალასანია აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებამ უკვე განიცადა დარტყმა ამ ნაბიჯით:

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას ამ საქმეს იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით უკვე დიდი ხანია დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით, აქედან გამომდინარე იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რომელიც თავის დროზე აუცილებელი იყო, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ამიტომ სრული ჭეშმარიტებისთვის დადგენისთვის მთავარია წარიმართოს ღიად , გახსნილად გამოძიება“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების ყველა შტოსთან შეხვედრას გეგმავს:

„ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით მიადგა ზიანი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შედგეს უმაღლეს პოლიტიუკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთან.“

ალასანია იმ პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს ვინც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, ხოლო საქმის შესაძლო პოლიტიკური სარჩულზე საუბარს მომავალში გეგმავს:

„ ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე დადგება იმ პირების ვინც შესაძლო შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება .

გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს, რაც შეეხება ამას აქვს თუ არა პოლიტიკური სარჩული ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ.“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42