არავინ არ წამოეგოს სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციას - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 00:24, 01 Nov, 2014     1755

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. ტელეკომპა „იმედის“ გადაცენა „რეაქციაში“ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „15 ნოემრბის აქცია სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა“:

„დღეს არათუ ერთი სააკაშვილი, ათი და ასი სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას, მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან, თუ ვინმეს ილუზია აქვს იმისი , რომ გაქცეული სააკაშვილი საქართველოში რამე არეულობას შეძლებს, მე გიდასტურებთ , რომ ეს მისი სურვილი და უპირველესი საზრუნავია, მაგრამ სხვაა რეალობა, მე მოვუწოდებ ყველას, არავინ არ წამოეგოს სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციას, სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ასეთი ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ, მათივე სიტყვებით მინდა მივმართო, რომ არც კი იფიქრონ ამაზე.

ისინი ერთმანეთს ატყუებენ , რომ მათი გუნდი , რომელიც არის 20-30 კაცი არ ჩამოეშალოთ და არ ჩამოენგრათ ეს ე.წ პარტია..

სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა პოლიცია, ჯარი, ხელისუფლება, ფული, დიქტატურა - ფაქტობრივად, მაშინ ვერ გაბედა სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ვერც გაბედავდა, იცოდა როგორც დამთავრდებოდა ის ყველაფერი, მოვედით ჩვენ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სასწაული მოახდინა და ხელისუფლება მთლიანად გამოვართვით.

გონიერმა ადამიანმა როგორ უნდა დაუშვას, რომ სააკაშვილი დღეს რეალობას შეცვლის, ეს არის ყალბი რეალობა, რომელსაც მისი ტელევიზიები და მისი მხარდამჭერები ქმნიან.

ჩვენ არავის დაგეგმილ პროვოკაციას არ დავუშვებთ ქვეყანაში, 15 ნოემბერზე მე კონკრეტული ინფორმაცია მაქვს, შესაბამისი უწყებებიდან, რომ ისინი მართლაც გეგმავენ ჩამოიყვანონ ადამიანები, რაიონებიდან და რეგიონებიდან, უხდიან 15-დან 50 ლარამდე, მათ სურთ ჩამოიყვანონ ეს ადამიანები და ერთმანეთი აცემინონ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42