თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოვლენებზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 00:02, 01 Nov, 2014     1505

საქართველოს პრემიერმინისტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, შეიძლება თუ არა ირაკლი ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საუბარია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებაზე, დიდძალი თანხის გაფლანგვის გამო. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა ეს არის რეზონანსული საქმე და არ არის მარტივი საქმე. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს, ხუთი მაღალჩინოსანი იქნა დაკავებული. რა თქმა უნდა ამის თაობაზე, მე უფლება არ მაქვს, რომ საზოგადოებას არ განვუმარტო, თუ რა ინფორმაციას ვფლობ მე, როგორც პრემიერმინისტრი, მთავრობის მეთაური, რომლის წევრი არის მინისტრი ალასანია. მიმაჩნია, რომ ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. რაც შეეხება კირვალიძის საქმეს და მის გადადგომას, მიმაჩნია, რომ კულტურულად მოიქცა, ამ საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები, მაგრამ მოხდა პრევენცია.

რა თქმა უნდა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოვლენებს, მეც განვიცდი ამას, როცა საქმე ეხება თავდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა მეც ვგრძნობ ჩემს წილ ვალდებულებას, რომ მოსალხეობას განვუმარტო რასთან გვაქვს საქმე. გამოძიება გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. სასამართლომ უნდა მიიღოს დმოუკიდებელი გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ. მეც მაქვს შეკითხვები. არ მინახავს მინისტრი ალასანია. ვაპირებ საუბარს, თვითონაც განმარტავს, რასთან გვაქვს საქმე. თუ ეს ყველაფერი დამტკიცდა, რა თქმა უნდა მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს, ალასანიას პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებს. ეს ჩემს მთავრობას ეხება, მე ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, პროკურატურა მაქსიმალურად ღია იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42