„ისე ძალიან სკანდალური ხართ, გიყვართ სკანდალური განცხადებები“- მიმართა პრემიერმა ინგა გრიოგოლიას, იმ კითხვის პასუხად, რომელიც კოალიციის დაშლას და ალასანიას გუნდის და რესპუბლიკელების ოპოზიციაში შესაძლო გადასვლას ეხებოდა. ინგა გრიგოლიამ ღარიბაშვილს მაგალითად დავით ზურაბიშვილის და დავით ბერძენიშვილის ციტატები, მოუყვანა, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრები, ხელისუფლებას გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებოდნენ.
„კოალიციაში შემავალი, რომელიმე პარტიის წევრი რაღაც გაუაზრებელ განცხადება იტყვის ეს არაა პრინციპული, და ეს მე არ მაზიანებს, ეს ჩვენ გვაძლიერებს და კიდევ უფრო მეტ დემოკრატიულობას წარმოაჩენს. ცოლ-ქმარი შეიძლება გაიყაროს და კოალიციის წევრებს შორის თუ რაღაც გაუგებრობა მოხდა და დატოვა კოალიცია ამაში პრობლემა არაა“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ალასანიას პარტიის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ერთმანეთთან კავშირში არაა და სპეკულაცია იმის შესახებ რომ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ ალასანიამ პარტიის თავმჯდომარეობის შესახებ განაცხადა, არასწორია.
„თავდაცვის სამინისტროს შესახებ გამოძიება დაიწყო 4-5 თვის წინ, ინფორმაცია კი, რომ ალასანია გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, ვიღაცამ შეიძლება პირიქითაც დასვას შეკითხვა - ხომ არ გააკეთა ეს იმიტომ, რომ გამოძიება იყო დაწყებული“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






