"ძალიან გადაჭარბებული იყო ის აჟიოტაჟი რაც მოსმენების შესახებ კანონს მოჰყვა, მე მივიჩნიე რომ ეს იყო ხელოვნურად მართული პროცესი, ამას მოჰყვა ლოგიკური შედეგი, როდესაც რუსთავი ორის ეთერში გამოაქვეყნეს აბსოლუტურად გაუგებარი ჩანაწერები პარლამენტის წევრების."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "რეაქციაში"
"ეს ძალიან გავდა ხელოვნურობას. მე არ გამოვრიცხავ რომ ვცდები, მაგრამ მოსახლეობას აქვს იმის განსჯის უნარი ვინაა მართალი და ვინ მტყუანი,
მოსმენების თემა ყველა ქვეყანაში პრობლემაა, ჩვენს ქვეყანაში რაც ხდებოდა , იყო კატასტროფა,
ჩემთვის გაუგებარია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს რეგულაციების მოფიქრება.
არის სამი ოპერატორი კომპანია , რომლებიც აცხადებენ , რომ არ უნდათ ამ გასაღების ფლობა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვიცი რა სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა,არსებობს მარტივი საშუალებები , რომ შეღწევა მოხდეს ამ კომპანიებში.
ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ არა გაუაზრებლად და არაგონივრულად, არ შეიძლება რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირდაპირი წვდომის საშუალება გადასცე უცხო ქვეყნებს.
ეს უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, მაგრამ უნდა დავუწესოთ გარე კონტროლის მექანიზი, ეს შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორი, ან შეიძლება იყოს სხვა მექანიზმიც."-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






