საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის პრეზიდენტის სასახლეში ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრემიერმინისტრის განმარტებით მას პირადული პრეზიდენტ მარგველაშვილთან არაფერი აქვს:
„სასახლე მომწონს თუ არ მომწონს ეს ჩემს მოწონებაზე არ არის დამოკიდებული, რატომ უნდა მიყვარდეს სასახლე, რომელიც სააკაშვილმა ხალხის ფულით ააშენა. ჩვენი მოქალაქეების ყოფა და მდგომარეობა ამას არ შეესაბამება, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ასეთი ტიპის ფუფნების უფლება. რაც შეეხება ჩემს მისვლას, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას მივიდე, როცა საქმე ეხება ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ნორმალური იყო, ასეც უნდა მოვქცეულიყავი, ეს ქვეყანა ყველასია. მე პირადული არაფერი მაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. მე მზად ვარ ყოველთვის, ასევე უნდა იყოს მზად პრეზიდენტი მარგველაშვილიც, კონსულტაციებს უნდა გადიოდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






