საქართველოს პრემიერმა გადაცემა "რეაქციაში" პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ ის არის სახელმწიფოს მეთაური და გაააჩნია გაწერილი უფლებამოვალეობები, მათ შორის ვეტოს უფლებაც. პრემიერის თქმით პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას ადრეც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.
"ძალიან საინტერესო ხუმრობა მოვისმინე, პირველი ანეკდოტი, რაც დაიბადა პარლამენტში, დავით საგანელიძე ისე გაბრაზდა, რომ გადაწყვიტა პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვასო. ეს ხუმრობით, პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას აქვთ დაბალანსებული ურთიერთობა, ჩვენ ვართ ნორმალურ კონსტრუქციულ ურთიერთობაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ჩარჩოებში და ფარგლებში მოქმედება, არც ერთ შტოს არ უნდა ჩამოვართვათ რაიმე უფლება და არც ერთმა არ უნდა მიისაკუთროს. ამას ჭირდება შეგუება."- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






