,,შაქრო კალაშოვს საქართველოში მისჯილი აქვს 18 წელი. წყეული ცხრა წლის ბოლოსკენ საქართველოსა და ესპანეთს შორის შედგა შეთანხმება, რომ მას მერე, რაც მოიხდიდა სასჯელს ესპანეთში, ქურდული სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავი "შაქრო მალადოი" ექსტრადირებულ იქნებოდა საქართველოში და მოიხდიდა ამ18 წელს ისტორიულ სამშობლოში. მაშინ შაქრო ესპანეთიდან თვლიდა, 120 მილიონი ევროს ქონებას გამოვდივარ და ჩემი ექსტრადირება არ მოითხოვოთო. რა პასუხიც მიიღო, ალბათ, ხვდებით. ახლა კი ის გამოვიდა ესპანური ციხიდან, საქართველომ მისი ექსტრადირება არ მოითხოვა (ნეტავ რა ფასად?), დადეპორტდა რუსეთში და ამჟამად უკვე თავისუფალია. მილიონებიანმა ეჭვებმა რომ არ დამახრჩოს, საქართველოს შსს-ს ვაწვდი ინფორმაციას, რომ კიევში დაკავებულია კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, ამჟამინდელი პასპორტით მინდია აბაშიძე, რომელიც, სწორად ამ უკანასკნელი ჰიპოსტასით იმყოფება ძებნაში (ჭიკაიძის ენით, გაძებნებულია) და უკრაინის შსს ელის საქართველოდან ექსტრადიციის მოთხოვნას. არ დააყოვნოთ, შსს-ვ, თორემ ჩავთვლი, რომ ლავას ოღლის მიერ კიევში ასაღები მილიონნახევრიდან წილი გერგებათ“, - წერს გივი თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






