როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ყრილობაზე ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ცალსახად გაემიჯნება ნინო ბურჯანაძეს. ყრილობაზე პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
,,ყრილობის მონაწილეები კიდევ ერთხელ ამხელენ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ იმ რამდენიმე წარმომადგენლის არაადეკვატურ საქციელს, რომლებმაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ არაკანონიერად გადაუფორმეს „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. აღნიშნული ყრილობა გაემიჯნება ასევე „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკურ კურს, რამდენადაც ამ ყრილობის მესვეურები საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავენ და არა ევრაზიულ კავშირში. ყრილობა ასევე მიიღებს რეზოლუციას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყრილობა პარტიის თავმჯდომარეს და მთავარ კომიტეტს აირჩევს“.
მასალის გამოყენების პირობები






