საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გამოვიდა მოხსენებით.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთთვიანი ვადა, რომელიც პრეზიდენტმა რეკომენდაციის სახით მიაწოდა, არის მცირე. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბებული კანონპროექტის მიღება არის საკმაოდ რთული. თუმცა, აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში კოლაფსი შეიქმნება. უმრავლესობის განმარტებით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერა სწორი ნაბიჯი იქნება, საბოლოო შესწორებები კი კანონში მოგვიანებით უნდა შევიდეს.
„ამ წუთას მე სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები, რადგან ალტერნატივა ასეთია: ან ვიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს, ან არ ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით, ან ვეტო უნდა დაიძლიოს, ან საერთოდ უნდა ჩავარდეს ამის მიღება. ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ არ ამოქმედდება კანონის ის დროებითი ნორმები და შეიქმნება არც თუ ისე სასიამოვნო საკანონმდებლო ვაკუუმი“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






