მისი თქმით, ფაქტი, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია პრეზიდენტმა კანონპროექტს დაადოს ვეტო ბევრის მთქმელია.
„აღნიშნული ფაქტი ბევრის მთქმელია. კერძოდ იმის, ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი და ძლიერი პრეზიდენტი და ასევე იმის, რომ ამ მთავრობის და პარლამენტის პირობებში შესაძლებელია ვეტოს დადება. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, რადგან ეს დემოკრატიისკენ 25 წლიანი სვლის მნიშვნელოვანი გამოხატულება. ეს არის ამ ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტის ზოგიერთ წევრს, სავარაუდოდ, ექნება უკმაყოფილება, მაგრამ ამ უკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ექსპერტი არ თვლის, რომ ეს პრეზიდენტის ნაბიჯი გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობას შორის დაპირისპირების საგანი გახდება.
„არ ვთვლი, რომ ეს არაკონსტრუქციული ნაბიჯია. ის ერი ვართ, რომელმაც მრავალხმიანი სიმღერები შექმნა. რატომ არ შეიძლება ეს ჩვენი ისტორიულად დადებითი პოლიტიკურ კონტექსტში გადავიტანოთ. კონსტრუქციულობა მონობას არ ნიშნავს. დიახაც, პრეზიდენტს რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც პარლამენტსა და მთავრობას. ჩვენ გვქონდა ნათელი მაგალითი, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთად მღერობა და ეს სიმღერა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვაებად იქცა. დღევანდელმა დღემ ცუდათ არავინ წარმოაჩინა. რომ არა დემოკრატიული ხელისუფლება, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






