„ახალი მემარჯვენეები“ პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებიან
პოლიტიკა - 15:29, 31 Oct, 2014     1399
„პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ მიესალმება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღების მექანიზმების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადების ფაქტს.

ქართული არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ წერტილი დაესვა საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებთან წვდომის მახინჯი, ადამიანის ფუნდამენტური უფლების შემლახავი პრაქტიკისთვის. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დამდგენი კანონის მიღების გადავადება საფძველშივე ეწინააღმდეგება ამ სულისკვეთებას.

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ კარგად გამოაჩინა რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტია, დამოუკიდებლობას, მისი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას, სახელისუფლებო შტოთა შორის კონფლიქტის, ან არასწორად, ქვეყნის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიღების შემთხევავში პრეზიდენტის, როგორც მიუმხრობელი არბიტრის, ფუნქციის სწორად შესრულებას.

გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ამჯერად მაინც ნუ ეცდებიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და დროულად უზრუნველყონ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად.

იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ეს ფაქტი პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და სამუდამოდ აღმოფხვრის ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის, ფარული მოსმენის და მიყურადების მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების მანძილზე მიმართული იყო ქვეყანაში პიროვნების თავისუფლების გარანტიის უზრუნველყოფის საწინააღმდეგოდ“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42