საქართველოში შვეიცარიის საელჩო თავდაცვის სამინისტროს მაღალცინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ აქვთ სრული ნდობა ირაკლი ალასანიას მიმართ და დარწმუნებული არიან, რომ თავდაცვის მინისტრის გუნდი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ~
"შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობისადმი და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მზად არის გამოძიებასთან კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს. კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოების ყველა დონეზე და ყველა სფეროში არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შვეიცარია მიესალმება სანდო გამოძიებას, რომელიც უკავშირდება სავარაუდო კორუფციასა და საჯარო ფინანსების გაფლანგვას. ასეთი გამოძიებები უნდა იყოს გამჭირვალე და უნდა ექვემდებარებოდეს სამართლის ნორმებს. შვეიცარიას აქვს სრული ნდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საქმიანობის მიმართ და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შეძლებს ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






