თავდაცვის მინისტრის მოადგილე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სასამართლომ მათი თავდებობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება გამჭირვალედ წარიმართება.
„ჩვენ ვისწრაფვით, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე. მზად ვართ ამ პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე. მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრების მოადგილეების და გენერალური შტაბის შუამდდგომლობა გათვალისწინებული არ იყო“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს თავდებში მინისტრის მოადგილეები უდგებოდნენ. დღეს გავრცელებული ინფორმაცცით პროკურატურა, არნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის დაკითხვას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






