„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სწორს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.
ბაქრაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უმრავლესობას მოუწოდებს არ წავიდნენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გზით და საერთო შეთანხმების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონო მოსმენების სისტემა დასრულდება.
„ამ კანონის მიღებას ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ არასამათავრობო სექტორი. ამიტომ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა სწორია. ამის შემდეგ ჩვენ, როგორც პარლამენტს ორი გზა გვრჩება. პირველი, უმრავლესობა შეეცდება ხელების გადაგრეხით დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დააბრუნოს მოვლენები ისე როგორც იყო. ამ მეორე, ყველა დავსხდებით და შეთანხმების გზით მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესს. მოვუწოდებ ხელისუფლებას და უმრავლესობას არ წავიდნენ პირველი გზით, რადგან ამ შემთხვევაში, სწორედ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ უკანონო მოსმენების გაგრძელებაზე რაც ქვეყანაში ხდება. როგორც იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას სამართლიანად ჰქონდა პრეტენზია უკანონო მოსმენაზე, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მოსმენების სისტემა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და ნუ წავლენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გზით. დავსხდეთ ერთად და შევიმუშაოთ ისეთი კანონი, რომლითაც ამ პრობლემას წერტილს დავუსვამთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






