პრეზიდენტმა მცდარი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო - ქუცნაშვილი
პოლიტიკა - 12:30, 31 Oct, 2014     3003

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მხარდაჭერიილ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. ამ გადაწყვეტილებას ვუწოდებდი მცდარს და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. მისი არგუმენტაცია ჩემთვის მიუღებელია. შეუძლებელია დაძლეული იქნას ეს ვეტო შაბათ-კვირა, კანონი კი ძალაში ხვალ შედის. რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტის მხრიდან გადაგზავნილ კანონპროექტს დაედო ვეტო, პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ეს ვეტო. ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება მიღებული, ხოლო თუ პარლამენტი ვეტოს ვერ დაძლევს ძალაში დარჩება პრეზიდენტის ვეტო“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადავადების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მიიღო. განხილვის გადავადებას მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 31 იყო.

რამდენად შეძლებს საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დაძლევას, უცნობია. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს 92 ხმა ჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42