რუსეთთან გასაფორმებელი შეთანხმების ვერსია, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი მუშაობს, ზიანს არ მიაყენებს აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს. ასეთია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრების მოსაზრება.
დოკუმენტის აფხაზური ვერსია შეიარაღებული ძალების დამოუკიდებლობას გულისხმობს. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროების სკოორდინაციო ცენტრს კი მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ინფორმაციის გაცვლის ფუნქციებს უტოვებს.
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს სთხოვს, საკუთარ თავზე აიღოს აფხაზებისათვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების პროცედურები. აფხაზურ ვარიანტში ისევ რჩება მხარეებს შორის სასაზღვრო კავშირის გამარტივება, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ეკონომიკის გამარტივების სურვილით ხსნის. გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტის აფხაზური ვერსია უკვე გადაეგზავნა რუსეთს.
მასალის გამოყენების პირობები






