ექსკლუზივი: რატომ დაბრუნდა სოფო ჯაფარიძე მთავრობაში
პოლიტიკა - 22:03, 30 Oct, 2014     7750

პრემიერ-მინისტრს ახალი თანაშემწე ჰყავს. ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი სოფო ჯაფარიძე იქნება.

სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 10 ნოემბრიდან შეუდგება. „ნიუპოსტმა“ სოფო ჯაფარიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

სოფო ჯაფარიძე სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო უწყებებში მოღვაწეობდა. მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ და ლონდონში „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრში“.

როგორც ჩვენთან საუბარში პრემიერის ახალი მრჩეველი ამბობს, შეთავაზება თავად ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო და გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ ბევრი იფიქრა.

„შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან წამოვიდა. გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მივიღე. თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტია და მინდოდა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება ყოფილიყო. ჩემი პოზიცია იქნება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. პირადად, მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი უფლებები არ არსებობს. დარღვევის შემთხვევაში უნდა მოხდეს თანაბარი რეაგირება. უბრალოდ კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომელიმე საკითხი მეტ ყურადღებას იმსახურებდეს და თავისი სიმწვავით მეტ მობილიზებას საჭიროებდეს. მაგალითად, ქალთა წინააღმდეგ ძალადობას. თუ რომელიმე საკითხი ჩემი მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს, მეტ ყურადღებას დავუთმობ, იმ მომენტისთვის. თუმცა ის, რომ ერთი უფლება მეორესგან გამოვყო, ასეთ რამეს არ ვაპირებ. მე ასევე ჩამბარდა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარეობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებ“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

კითხვაზე, თუ რატომ დატოვა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტი, სოფო ჯაფარიძე პასუხობს, რომ „იქ საკუთარი თავი ამოწურა“. მისი თქმით, პროფესიული თვალსაზრისით მეტი მრავალფეროვნება სჭირდებოდა და ახალი პოსტი ამის საშუალებას იძლევა.

„სასჯელაღსრულების სამინისტროდან წამოვედი რადგან, მიმაჩნია, რომ იქ ჩემი თავი ამოვწურე. არ მინდა ეს გაგებული იქნეს, როგორც თამამი განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი წლების განმავლობაში მუშაობს ერთ თანამდებობაზე, მაგრამ ასეთ განცხადებას არ აკეთებს. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ პროფესიული დიაპაზონის თვალსაზრისით მეტი მრავალფეროვნება მჭირდებოდა და ეს პოსტი ამის საშუალებას მომცემს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

პრემიერის ახალი მრჩეველი ამბობს, რომ მისი მუშაობის პრინციპი ღიაობაა და შესაბამისად, მედიასთან შეძლებისდაგვარად კონტაქტური იქნება.

„მედიასთან კონტაქტური ვიქნები შესაძლებლობის ფარგლებში. ზოგადად, ჩემი მუშაობის პრინციპია ღიაობა და გამჭირვალობა, მაგრამ ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ამის ხარჯზე ძირითადი საქმის კეთება ღამის 2 საათამდე მიწევს. ისე უნდა გავანაწილო, რომ არც მედია გავანაწყენო და არც თავი გადავიტვირთო ისე, რომ ეს ჩემი მუშაობის ხარისხზე აისახოს“, - აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42