„პრემიერის განცხადება ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით არ იყო საუკეთესო ნიმუში იმისკენ, რომ კონსენსუსი მოიძებნოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილი მიმართავს ყველას, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თავი შეიკაონ კატეგორიული მოსაზრებების გამოთქმისგან.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ყველას უნდა მოუსმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენ. ამ თვლასაზრისით, მე არ ვთვლი, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო საუკეთესო ნიმუში იმისკენ, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი. თუმცა მისიც მესმის, რადგან ამ დღეებში არაერთი მოსაზრება გაისმა, რომ არავითარ შემთხვეაში ეს არ შეიძლება. თუმცა პოლიტიკოსებს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკსირია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ეფექტური გადაწყეტილებას ხელს შუეშლის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერმ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსმენების გასაღები სამინისტროს ხელში დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები






