უსუფაშვილის განცხადება შესაძლოა ალასანიას და მის პოლიტიკურ გუნდაც მოიცავდეს - ალაფიშვილი
პოლიტიკა - 19:15, 30 Oct, 2014     1932

ექსპერტი ლევან ალაფიშვილ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის უწყების მოვლენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა მოჰყვეს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ალაფიშვილი განმარტავს, უსუფაშვილის განცხადებაში ადრესატების წრე ფართოა და შესაძლოა იქ ირაკლი ალასანიაც იგულისხმებოდეს.

„დავით უსუფაშვილის განცხადება ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, იმდენად ფართოა, რომ ალასანიასაც მოიცავს. შესაძლებელია სხვებსაც გულისხმობდეს, მაგალითად მის პოლიტიკურ გუდს, მხარდამჭერებს თუ სხვებს“, - აცხადებს ალაფიშვილი.

თავად ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შეთხვევაში, როდესაც გამოძიება საწყის ეტაპზეა, მიმინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბარი ნაჩქარევი და გადაჭარბებულია.

„პირველ რიგში ყველას მივმართო თხოვნით, რომ ცოტა თბილად მოვეკიდოთ იმ თემატიკას, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებთანაა დაკავშირებული. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს. ყველამ პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თავად ფაქტი არის მძიმე. თუმცა ეს ფაქტი არის იმ დონეზე მტკიცებულებებით გამაგრებული, რაც გამოძიების საწყისი ეტაპისთვის შეიძლება იყოს საკმარისი. ჩვენ არ ვიცით შემდგომში იქნება თუ არა უფრო მყარი მტკიცებულებები. თუ ამ ყველაფერზე პოლიტიკურ კონტექსტში ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, არასწორია სასამართლო განხილვების დაწყებამდე მაინც შეფასებების გაკეთება. შესაძლებელია, მთავრობის შიგნით მოჰყვეს რაღაც ტიპის შეფასებები, მაგრამ ამ ტიპის საჯარო პოლიტიკური განცხადებები არასწორია. შესაძლებელია პასუხისმგებლობის საკითხი თავდაცვის სამინისტროში დადგეს, მაგრამ ეს მთავრობის კომპეტენციაა შიგნით როგორ წარმართავენ ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის კონტექსტში ამ საკითხის დაყენება ამ ეტაპზე გადაჭარბებული და ნაჩქარევია“, - აცხადებს ალაფიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულების ბრალეულობა დამტკიცდა, ამ ყოველივეს სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

ცოტა ხნის წინ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42