ბაგა-ბაღების პრობლემები: რა გეგმა აქვს ხელისუფლებას და რას სთავაზობს ოპოზიცია
პოლიტიკა - 17:56, 30 Oct, 2014     1287
დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას ანგარიში მოისმინეს. სხდომა თამარ ტალიაშვილმა გახსნა და ბაგა–ბაღებში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა. მან ყურადღება იმ მემკვიდრეობაზე გაამხვილა, რომელიც მისი თქმით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დახვდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. კერძოდ კი გასხვისებულ და დახურულ ბაგა–ბაღებზე, მოუწესრიგებელ და სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოზე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება–დაწინაურებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა კომისიის მიერ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისგან ინფორმაციის გამოთხოვა, რისი სისტემატიზაციისა და გაანალიზების შემდეგაც კომისიამ ინფორმაცია ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს გადაუგზავნა. აგრეთვე კომისიის ინიციატივით საშუალება მიეცათ შვიდ წელს მიღწეულ სპეციალური საჭიროების ბავშვებს ისარგებლო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით.

„განათლებისა და კულტურის კომისიამ ყველა მაჟორიტარი დეპუტატისგან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ბაგა–ბაღების პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც სპეციალური ბაზა მოვამზადეთ. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული ვითარება ამ სკაითხის ირგვლივ და დღეს დეტალური პასუხებიც მივიღეთ. უნდა ითქვას, რომ რიგ საკითხებში გარღვევა არსებობს. მინდა აღვნიშნო, რომ განხორციელდა ბაგა–ბაღების დეპოლიტიზაცია. ცნობილია, რომ წლების განმავლობაში ბაგა–ბაღებს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე კადრების თვალსაზრისით სწორედ პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიისა და საგანმანათლებო პროგრამების დახვეწა, აღმზრდელის სტატუსის სათანადოდ დაფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“–განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დირექორმა, თემურ თორდინავამ თავის ანგარიშში ვრცლად ისაუბრა ზემოთ აღნიშნულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე,რომლებიც ახალ ადმინისტრაციას ორი თვის წინ დახვდა. აგრეთვე ბაგა–ბაღებში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გამოწვევბზე.

„დღეს ჩვენ საკრებულოს ორი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარვუდგინეთ და ვისაუბრეთ ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ბაგა–ბაღების არასაკმარისი რაოდენობა, ინფრასტურქტურული პრობლემები და ინვენტარის ნაკლებობა, შესყიდვების სისტემის მოწესრიგება, სააღმზრდელო–მეთოდოლოგიური მიმართულება, აღსაზრდელთა ადგილების გაზრდა და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები. მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს, განათლებისა და კულტურის კომისიას ასეთი დაინტერესებისა და ყურადღებისათვის“–აღნიშნა თემურ თორდინავამ.

სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა სააგენტოს წარმომადგენლებს შრომის კანონმდებლობსთან, საკადრო პოლიტიკასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა–თბილისის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით ბაგა–ბაღებში არსებული მდგომარეობა ნამდვილად ძალიან მძიმეა და ის ხედვა, რომელიც სააგენტოს მხრიდან იყო წარმოდგენილი ვერ აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს.

„ჩვენ აღნიშნული პრობლემის სხვა გზით მოგვარების ინიციატივით გამოვდივართ და მიგვაჩნია, რომ ბაგა–ბაღების დაფინანსება ვაუჩერული გზით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს იმას, რომ ბაგა–ბაღები ისევ უფასოდ შეძლებენ აღსაზრდელთა მიღებას, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ მივიდნენ საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში სიარულს შეძლებენ“–განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ეტაპობრივად და ერთი პრობლემის მოგვარების ხარჯზე სხვა პრობლემის წამოჭრა არ არის გამოსავალი. საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დახმარება აღუთქვა და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემების გონივრულ ვადებში გადაჭრის მიზნით საკრებულოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება.

თამარ ტალიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აქვე დასძინა, რომ არსებული გამოწვევების სიმრავლიდან გამომდინარე საჭიროა კიდევ ერთი შეხვედრის დაგეგმვა მომდევნო კვირას, სადაც ჯანდაცის და საოციალურ საკითხთა კომისასთან ერთად იმსჯელებენ ბაგა–ბაღებში ეპიდეიების პრევენციის, კვებითი და სანიტარული უსაფრთხოების საკითხებზე. აგრეთვე ბაგა–ბაღების განვითარებისათვის ადექვატური 2015 წლის საბიუჯეტო დაგეგმვის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42