„თუ პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონის გადავადებას დღეს მხარს არ დაუჭერენ სერიოზული პრობლემები შეიქმნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.
„კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რა საჭიროებაც კანონმა ჩათვალა. გამოდის, რომ ჩვენ კომპანიებს დავავალდებულებთ შეასრულონ ის, რაზეც ოფიციალურად პარლამენტს მოწერეს, რომ ამას დღეს ვერ შეასრულებენ. ამისთვის საჭიროა ტექნიკური აღჭურვა და ფინანსები. წვრილი კომპანიები კი ამას საერთოდ ვერ შეძლებენ. ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს, რაც არასერიოზული იქნება და შეუძლებელს გახდის საგამოძიებო საქმიანობას", - განაცხადა შავგულიძემ.
პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები ერთი მოსმენით უნდა განიხილონ.
მასალის გამოყენების პირობები






