საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობის განცხადებას პასუხობს:
"ის არის ჰოლანდიის მოქალაქე, მას აქვს ჰოლანდიის პასპორტი. როგორც ჰოლანდიის მოქალაქეს, მას არ გაუჭირდებოდა დიდ ბრიტანეთში ჩასვლა. არ დაგავიწყდეთ, რომ Chatham House მეც მქონდა გამოსვლა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებს ჰქონდათ გამოსვლა, ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები და ანალიტიკური ცენტრები არიან ინფორმირებული ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ ყოველდღიურად საელჩოს საშუალებით, ასევე სხვა ანალიტიკური ცენტრების საშუალებით, ჩვენს პოზიციას ვაცნობებთ მათ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ამაში გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა იყოს ილუზია, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის, რომ ისინი საერთაშორისო თანამეგობობის მხრიდან აღიარებას მიიღებენ, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - თქვა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






