ჩირიკბას მიერ „Chatham House" გამოსვლა საგარეო უწყების მარცხია - "ნაცმოძრაობა"
პოლიტიკა - 13:47, 30 Oct, 2014     1505

„ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი დიპლომატი ესწრებოდა.

ოპოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოს საერთაშორისო პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნაბიჯ-ნაბიჯ შესუსტებას განიცდის. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის და დევნილთა დაბრუნების საკითხი თანდათან ქრება დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგიდან. მეტიც, სახეზეა საქართველოს საერთაშორისო პოზიციების შესუსტების უაღრესად შემაშფოთებელი მაგალითები. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ახერხებენ ისეთი საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებას რომელთა დაკავებაზე რამდენიმე წლის წინ ვერც კი იოცნებებდნენ.

ასე მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ა.წ. 14 ოქტომბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საკითხთა სამეფო ინსტიტუტ „ჩათჰემ ჰაუზში.“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლა და ჩირიკბას მიერ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მარცხია. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დისკუსიას ესწრებოდნენ მედიის და ლონდონში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიების, მათ შორის საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტება - მოახდინა თუ არა რეაგირება აღნიშნულ უაღრესად სახიფათო ფაქტზე და რატომ ვერ შეძლო ჩირიკბას სახელზე დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემის არდაშვება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42