რა კონტექსტში განიხილა საქართველო Chatham House-ში აფხაზეთის დეფაქტო საგარეო მინისტრმა?!
პოლიტიკა - 13:27, 30 Oct, 2014     1779

14 ოქტომბერს ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის Chatham House-ის მიწვევით შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის დეფაქტო საგარეო მინისტრი ვიაჩესლავ ჩიკირბა. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც უწყების ოფიციალურ საიტზე, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩიკირბას გამოსვლის მთავარი თემა იყო აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივები და კავკასიაში უსაფრთხოებასთან და სტაბულურობასთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის განხილვა.

შეხვედრას უძღვებოდა ჩეთამ ჰაუსის ერთერთი პროგრამის ”რუსეთი და ევრაზია”-ს ხელმძღვანელი ჯეიმს ნიკსი (James Nixey). მინისტრის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის იყვნენ დიპლომატები, პოლიტოლოგები, ექსპერტები კავკასიის საკითხში, ბრიტანეთის პრესის წარმომადგენლები, საერთაშორისო და კავკასიური არასამთავრობო ორგანიზაციები, ლონდონის კავკასიური დიასპორა, საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, ბრაზილიის საელჩოების და ასევე ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები.

დე ფაქტო უწყების გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დასმული იქნა მრავალი კითხვა აფხაზეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთ-აფხაზეთის და საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს და მათ გავლენას აფხაზეთზე, აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს რეგიონის ქვეყნებთან, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს და სხვა საკითხებსაც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრიტანეთის საექსპერტო საზოგადოებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვის საკვანძო საკითხებზე აფხაზეთის ხელმძღვანელობის პოზიციების გაცნობის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42