რა უნდა გააკეთოს მთავრობამ სიღარიბის დასაძლევად - ექსპერტის რჩევები
პოლიტიკა - 13:20, 30 Oct, 2014     1453

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე IPM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვით საქართველოში 66% სიღარიბეში ცხოვრობს, მდიდარი კი მხოლოდ 5%-ია.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში შარაშენიძე აცხადებს, სახელმწიფო სიღარიბის დაძლევას მხოლოდ სოციალური პროგრამებით არ უნდა ცდილობდეს. მისი თქმით, თუ მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლიოს, უნდა გაჯანსაღდეს ეკონიმიკა.

„როგორც ვიცი სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 66%-ია. ეს სიტუაცია დიდი ხანია არ იცვლება. მხოლოდ თავისუფალი ბაზარი ვერ არეგულირებს ამას, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევა, რომ სიღარიბე დაძლეული იქნას. თუმცა სიღარიბის დაძლევა, როგორც ჩანს, ხდება ისეთი ზომებით, როგორიც არის ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურ პროგრამებზე. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა მოსახლეობის განათლებაზე და სჭირდება სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფომ განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი პროექტები, რომელიც წვრილ ბიზნესს წაახალისებს. ერთჯერადი დახმარებებით არაფერი გამოდის. თუ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება, სიღარიბე ვერ დაიძლევა. სოციალური პროგრამები სიღარიბეს ვერ ძლევს“, - აცხადებს შარაშენიძე.

კომპანია IPM-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოში 66% სიღარიბეში ცხოვრობს, მდიდარი კი მხოლოდ 5%-ია.

კომპანია „აიფიემმა“ ამ ამოცანის შესასრულებლად გამოიყენა „სოციო-ეკონომიკური სტატუსის“ (SES) მოდელი. (SES) მოდელის მიხედვით, საზოგადოება იყოფა სამ ფენად: 1. მაღალი სოციალური კლასი, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ ისეთი შენაძენი, როგორიციაა ავტომობილი, ბინა, გამოიტანონ სესხი და მიიღონ მრავალფეროვანი, ჯანსაღი და ნოყიერი საკვები; 2. საშუალო სოციალური კლასი, რომელთაც თვიდან თვემდე გააქვთ თავი საკუთარი შემოსავლით, აქვთ მატერიალური რესურსი კვებისთვის, მაგრამ თავს ვერ აძლევენ უფლებას გააკეთონ ძვირიანი შენაძენები; 3. დაბალი სოციალური კლასი, რომელთაც აქვთ კვების პრობლემა, მათ არ ყოფნით შემოსავალი საჭირო რაოდენობის საკვების მისაღებად და მუდმივად არიან გაუთვალისწინებელი პრობლემების მოლოდინში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42