მოსმენების გასაღების შსს-ში დარჩენა ღარიბაშვილის პირადი ინტერესია - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:22, 30 Oct, 2014     1306

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდეირი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიცია უნდა გაითვალისწონოს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესია, რომ გასაღები სამინისტროში დარჩეს.

„დღეს არსებული სისტემა ხელისუფლებას ჩვენი პერიოდიდან გადმოჰყვა და რა თქმა უნდა სამართლიანი იყო და რჩება ის კრიტიკა, რომ ეს სისტემა ნაკლოვანია.ნაკლოვანია ორივე მიმართულებით. ერთი, რომ საზოგადოებას არ აქვს მყარი გარანტია იმის, რომ რომელიმე ჩინოსანი ამას არ გამოიყენებს მოქალაქის პირადი ხელშეუხებლობის დასარღვევად და მეორე, ეხლანდელი სისტემა ჩვენს სახელმწიფოებრივ თავდაცვასაც არ უზრუნველყოფს".

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს თუ ე.წ. მოსმენების გასაღები, სამინისტროს ხელში დარჩება, მოსახლეობის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას გარე საფრთხეც დაემუქრება. "არსებული სისტემა ტოვებს საშუალებას, რომ ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურები სულაც რომ კანონის მიხედვით მოიქცნენ, შეიძლება ვიღაც სხვა, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ისარგებლონ არსებული სისტემით, რადგან ჩვენი პირადი მონაცემები არ არის სათანადოდ დაცული", განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას ნაციონალების ლიდერმა.

"იმისათვის, რომ ორივე მიმართულებით მოხდეს დაახლოება იმ სისტემასთან, რაც არის აპრობირებული თუნდაც ევროპაში, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ. ღარიბაშვილის განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც მისი პირადი ინტერესი, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეგავლენა ამ სისტემაზე. ის ლაპარაკობს დეპოლიტიაზციაზე, როდესაც სწორედ მის ხელში მოხდა სამართალდამცველების სრული პოლიტიზაცია და ამავდროულად ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ დევნა და ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ ამ სისტემას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყენებს. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის წინადადება, რომელსაც არასამთავრობები აყენებენ და მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მათ მიიღონ არსებული ცვლილებები“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42