"რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას ყველაზე ბოლოს დატოვებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებაზე პასუხს პირადად აგებს.
„რესპუბლიკური პარტია" კოალიციას დატოვებს ბოლო, ანუ, თუ კოალიციის პარტნიორები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკურმა ერთობამ ამოწურა თავისი თავი, მაშინ ჩვენ ვიქნებით ბოლო“. კოალიცია შეიქმნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და იგი არის ინსტრუმენტი ქვეყნის უკეთ მართვისთვის. კოლეგებს ვთავაზობ, კარგად გავიაზროთ რა ამოცანები აქვს დარჩენილი კოალიციას ორი წლის ვადაში. მას შემდეგ, რაც დასრულდა საარჩევნო ციკლი, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას... დავიწყეთ თვითმმართველობის და სასამართლოს რეფორმა, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასრულებამდეა მისაყვანი. კარგია, რომ სამართალდამცველ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია, მაგრამ კიდევ წინ უნდა წავიდეთ, რომ ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ. კარგია, რომ ბიზნესი და მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა, მაგრამ ახლა საჭიროა მედიაც და ბიზნესიც მეტად იყოს საზოგადოების და ხალხის სამსახურში. ამ კონკრეტული საკითხების მოგვარებას ვთავაზობ კოალიციას და ვთვლი, რომ ამ ამოცანებს ინერციით ვერ გავუმკლავდებით. ამაზე თავად პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა თავის გამოსვლაში ორწლიანი შედეგების შეჯამებისას. ასე რომ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საჭიროა წინსვლა და კონკრეტულ მოდელებზე მალე შევთანხმდებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






