კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლებს პრეზიდენტი შეხვდა. შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გაიმართა და პრეზიდენტმა მიიღო ინფორმაცია ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის დეტალებზე.
არასამთავრობოები ორმაგი გასაღების პრინციპზე საუბრობენ, თუმცა, მათ სქემაში მაინც არ ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და კანონპროექტს რამდენიმე თვით გადაავადებს, მაშინ ისინი პრეზიდენტს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს.
„თუ პარლამენტმა დღეს გადავადებას დაუჭირა მხარი, ამ შემთხვევაში ჩვენ პრეზიდენტს ოფიცილურად ვთხოვთ ვეტოს დადებას. ყველაზე მავნე პრაქტიკას, რასაც წინა პერიოდში ჰქონდა ადგილი და რაც მაღალი ალბათობით ახლაც ხორციელდება, ამას ქმნის ის, რომ სასამართლო განჩინებების მიღმა არ უნდა მოხდეს მოსმენები, ამას ის ცვლილებები რაც უკვე განხორციელდა, ვერ აზღვევს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






